Saturday, 14 June 2014

სასწავლო პროექტის დასკვნითი ეტაპი



2014 წლის 10 ივნისს, სასწავლო პროექტ ,, ერეკლეს ეპოქა"–ს ფარგლებში ახალციხის 1 საჯარო სკოლას სტუმრობნენ ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

პროექტის ფარგლებში დასკვნით შეხვედრაზე ნაჩვენები  იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასპინძაში ახალციხის საჯარო სკოლის სტუმრობისას იქნა გადაღებული.
მოხდა პროექტის შეჯამება.
ახალციხის პირვლ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოეზიის საღამო.
ახალციხელმა მოსწავლეებმა   ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტურისტული გიდობა გაუწიეს ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე. მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებს მოუყვნენ ახალციხის ისტორია, რაბათის განახლების ისტორია. ესაუბრნენ ყველა იმ ისტორიული ძეგლის შესახებ რომელიც ამ ტერიტორიაზე განთავსებული.


სასწავლო პროექტის ,, ერეკლეს ეპოქა" ვიდეო ჩანაწერი.

-
https://www.youtube.com/watch?v=QZYILJFxBFk

 2014 წლის მაისს ივნისში ჩატარდა ორსკოლასშორის  სასწავლო პროექტი ,, ერეკლეს ეპოქა".  პროექტის ფარგლებში ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ვესტუმრეთ ასპინძის საჯარო სკოლას. შეხვედრისას განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები:
 1. მისალმება.
 2. პროექტის მიზნების გაცნობა.
3 ასპინძს საჯარო სკოლის ბ–ნ რობერტ ბერიძის მინი ლექცია ერეკლე მეორის ეპოქის შესახებ.
 4. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლის ემზარ მელიქიძის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია პოვერ პოინტში ,, ერეკლე მეორე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში".
5. ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,, ბედი ქართლისა". ერეკლე მეორისა და სოლომონ ლიონიძის გასაუბრება.
6. დისკუსია თემაზე ,, შეუძლია თუ არა მეფეს ქვეყნის ბედის შეცვლა. გეორგიევსკის ტაქტატის დადებითი და უარყოფითი მხარეები"
 7.  ვიზიტი ასპინძის ციხეზე–სადაც ასპინძის სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა ახალციხელ სტუმრებს გაუწიეს მეგზურობა.
8.  ვიზიტი მდინარე მტკვარზე. მონახულება  ასპინძს ბრძოლის ადგილებისა.
9. დამშვიდობება


Thursday, 29 May 2014

პროექტის ჩასწორებული ახალი ვერსია



 მოგესალმებით! 
საინტერესო ამბავი მაქვს. 
 პროექტი რომელიც ინტელის პროექტის ფარგლებში დავწერე განვახორციელეთ, რაშიც დამეხმარნენ ახალციხის პირველი და ასპინძის საჯარო  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის  წევრები. მათ გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

 პროექტი განხორციელდა, თუმცა განხორციელების პროცესში სასწავლო პროექტმა განიცადა მცირეოდენი ცვლილებები. 
      პროექტი შედგა–ორსკოლასშორისი თანამშრომლობა, ამაღლდა პედაგოგებს შორის თანამშრომლობის კულტურა, როგორც სკოლის შიგნით ასევე გასცდა სკოლის ფარგლებს გარეთ. მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი დაამყარეს კომუნიკაცია სოციალური ქსელებით.

Friday, 16 May 2014

პროექტი განხორციელდა

 მოგესალმებით.

სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ. პროექტი ,, ერეკლეს ეპოქა", რომელიც ინტელის ტრენინგის ფარგლებში დავწერე განხორციელდა, გაცოცხლდა.

 სწორედ ამას ჰქვია რეალური ხალხი, რეალური მიზანი.

პროექტი მიზნად ისახავდა ორ სკოლას ახალციხის და ასპინძის სკოლას შორის თანამშორმლობას.


ასპინძის ციხე
პარალელურად მოგაწვდით ინფორმაციებს. 

Wednesday, 7 May 2014

ინტელის ტრენიგნების საბოლოო შეფასება

       მოგესალმებით, არც თუ  დიდი ხანი გავიდა რაც ინტელის ტრენინგები დავამთავრე, თითქოს დამღლელი და გადატვირთული დღეებით, მაგარმ ინფორმაციით აღსავსე.

     დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს ასეთი კარგი და საინტერესო ტრენინგისათვის, სამუშაო ინსტრუმენტებისათვის, რომელიც გვიადვილებს მუშაობას, ზოგავს ჩვენს ენერგიას,  ძალისხმევას და  დროს.
 მადლობა ბატონ დავითს, ენერგიულს და მუშა ადამიანს,  რომელთანაც არ გბეზრდება მუშაობა.

ახლა სტარტს ვიღებ მიღებული ინფორმაციის საგაკვეთილო პროცესში და ცხოვრებაში რეალიზებისაკენ.

ნამდვილად, მე გავიზარდე პროფესიულად.

Friday, 25 April 2014

ნინო ნადირაძის პროექტის პრეზენტაცია


ჩემი პრეზენტაციის სანახავად გადადით , ,,სასწავლო პროექტის პრეზენტაცია"


უკვე ტრენინგის ბოლო დღეა, საინტერესო და დაძაბული.

Friday, 18 April 2014

მერვე დღე ტრენინგზე


სალამი, წარმატებულ დღეს გისურვებთ!

დაიწყო ტრენინგი ისტის სტანდარტებზე. კვლავ ხდება გეგმის გადახედვა. ანალიზი იმ კუთხით, თუ პროექტის მართვასთან დაკავშირებით რა სირთულეები შეექმნება მოსწავლეებს.
დავითის მითითებით  ერთად  დავათვალიერეთ ფოლდერ მენეჯმენტის მასალები. ჩამოტვირთეთ   და მოვახდინეთ მისი  ტრანსფორმაცია.

მუშაობა და მუშაობა.


მეშვიდე დღე ინტელის ტრენინგებზე


უკვე მერვე დღეა რაც ინტელის ტრენინგებზე დავდივარ.

დათოსთან ხდება პორთფოლიოების გადახედვა. ტრენერი გვეხმარება ფაილების ატვირთვაში ვებზე.
 ვმსჯელობთ  პორტფოლიოს წარდგენისას ჯგუფში შეკითხვების ფორმულირებაზე, რომელიც მოხდება ფაილზე დაყრდნობით - Showcase_Feedback_Form.
 ვიმსჯელეთ, თუ მიღებული ცოდნიდან რა იქონიებს გავლენას სწავლის პროცესზე. რას გამოვიყენებ და რას არა.

ვამზადებ საბოლოო პრეზენტაციას.  ძალიან მინდა  კარგი გამომივიდეს, რაც მთავარია მერე რეალურ ცხოვრებაში განხორციელდეს.


ვაშააა გამოვიდაა

მეექვსე დღე ტრენინგზე

მეხუთე დღე ტრენინგზე

გამარჯობა!


საინტერესოდ დაიწყო ტრენინგი, პედაგოგებმა წარმოვაგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. შევაფასეთ  წინასწარ მოცემული კრიტერიუმებით ,, ტექნოლოგიების ინტეგრირება და სწავლების პროცესი".
დათოს მიერ მოცემული უკუკავშირები საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო.

მითითების შემდეგ დავათვალიერეთ (www.intel.com/education/AssessingProjects).ვებგვერდი.
გავიაზრეთ თუ • რომელი შეფასების ფორმებია ჩვენთვის  და ჩვენი მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
• რა ტიპის ინფორმაციას შევიძენთ ჩვენ და ჩვენი მოსწავლეები შეფასების ფორმების გამოყენებით?
• რამდენად შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს გახდნენ დამუკიდებელი და კოლაბორაციული მსწავლებლები?
• როგორ აფასებს ფორმები აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოსწავლეების უნარს უპასუხონ სასწავლო პროგრამის განმსაზღვრელ შეკითხვებს?
დიდი მადლობა.

გავიზარდე პროფესიულად

Saturday, 12 April 2014

პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე



დღეს პორთფოლიოს შექმნა ვიწავლე, ძალიან საინტერესო იყო, ვნანობ რომ აქამდე არ ვიცოდი, თურმე რა ადვილი ყოფილა. 

Monday, 24 March 2014

მეოთხე დღე ინტელის ტრენიგნებზე


აგერ მეოთხე დღეც დაიწყო;

კიდევ ახალი ინფორმაციის და ახალი მიმართულებების მოლოდინში.


        ინფორმაციულად დატვირთული დღე. უკვე "აღარ შედის ტვინში".  თუმცა ძალიან ბევრის მომცემი. რაც მაინტერესებდა ძირითადად იმ თემაზე გამახვილდა ყურადღება შეფასების რუბრიკაზე, თვითშეფასების რუბრიკებზე.
      საინტერესოა რა დიდი შრომაა ჩადებული ამ პროგრამის შექმნელებისაგან. გამზადებული მასალები ოღონდ არ უნდა გეზარებოდეს კითხვა.
         ეს მთლიანობაში მოცემული სასწავლო პროცესია, შენს ცოდნაზე, უნარზე და დამოკიდებულებაზეა თუ როგორ გამოიყენებ ამ მასალებს.

თანდათან ვწრმუნდები რომ საქართველოს განათლების რეფორმა წინ მიიწევს.

მიხარია რომ ამ ტრენინგ–მოდულზე მოვხვდი.

მადლობა დათოს, ენერგიულს დაუზარელ პიროვნებას. ზუსტად პედაგოგი ასეთი უნდა იყოს.

აბა კარგაად. მივიღე დავალებები მომავალი მეცადინეობისათვის.

Saturday, 22 March 2014

მესამე დღე ინტელის ტრენინგებზე.



 სალამი!
~ დღეს მესამე დღეა, ძალიან საინტერესოდ დაიწყო ტრენინგი, განვიხილეთ საპროექტო წინადადებები. მომწონს ძალიან ძლიერი ჯგუფი ვართ, შეიძლება ერთმანეთისაგან პედაგოგებმა ბევრი    რამ  ვისწავლოთ. დათო კორეკტულ და ღირებულ რეკომენდაციებს გვაძლევს.


Sunday, 16 March 2014

მეორე დღე ინტელის ტრენინგებზე

         


  გამარჯობა!

 დღეს 16 მარტია-გაზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი დღე, ამაღლებული განწყობა..

        უფრო საინტერესო და მეტი ინფორმაციით დატვირთული, სასიამოვნოდ დამღლელი.
                განვიხილეთ საუკეთესო ელექტრონული წიგნის ვარიანტი
 ,, პროექტული სწავლებისა".
     ვისურვებდი, რომ  პედაგოგებს გვქონდეს ელექტრონული წიგნები და ,, პროექტული სწავლების'' ეს ელექტრონული ვერსია შესავალ ნაწილში იდოს, რათა სწავლება მოხდეს მიზანმიმართულად და სწორად.
 საინტერესო იყო პროექტული სწავლებისას პორთფოლიოს შემადგენელი ნაწილების გაცნობა.
 მასწავლებლის როლის გამოკვეთა როგორც ფასილიტატორი, დამხმარე.

       ვფიქრობ, მომდევნო ტრენინგზე  უკვე ჩამოყალიბებული იდეით, თემის მოკლე შინაარსით და ეროვნულ სტანდარტთან კავშირით მოვალ.

         ვიღებ სტარტს უფრო აქტიური მუშაობისაკენ!!!
   

Saturday, 15 March 2014

პირველი დღე- ინტელის ტრენინგებზე

           მოვდიოდი ტრენინგზე და თან ვფიქრობდი მჭირდებოდა თუ არა ეს ტრენინგი. გონებაში ვიდეოკადრივით გაიარა ჩემში არსებულმა ცოდნამ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. საკუთარ თავს ვარწმუნებდი:პოვერ პონტის გაკეთება ვიცი, სასწავლო პროექტის წერა ვიცი, მეტი რაღა უნდა მესწავლა, თუმცა სულ სხვა შედეგით და შეხედულებით დამთავრდა პირველი სატრენინგო დღე.
      პირველივე შეხვედრაზე ვაკეთებდი ტრენერის საუბრის  და ჩემში არსებულ ცოდნის იდენტიფიკაციას, რა ვიცოდი, როგორ ვიცოდი. რას ვაკეთებდი და რა არ გამომდიოდა. გავიარე გუუგლის და მოზილიას ბარუზერის ყველა კომპონენტი და მივხვდი რომ რაც ვიცოდი ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც ტრენინგის პირველივე დღეს გავიგე.

  საინტერესო იყო პროექტებით სწავლების ვიდეოს ყურება,  კითხვა გამიჩნდა ჩავატარებ ნუთუ მე ასეთ პროექტ გაკვეთილებს?   იმედიაა?!